ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის იზოლატორში, სავარაუდოდ, დაკითხვის დროს ეჭვმიტანილი შემოაკვდათ

28 აგვისტო, 2020 • 1311
ცხინვალის იზოლატორში, სავარაუდოდ, დაკითხვის დროს ეჭვმიტანილი შემოაკვდათ

ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის მანქანის დაცხრილვაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, დაკითხვის დროს შემოაკვდათ.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც სოციალურ ქსელებში გარდაცვლილი ჯაბიევის ფოტოები გავრცელდა. ფოტოები, სადაც გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს, სავარაუდოდ, ცხინვალის  საავადმყოფოშია გადაღებული.

ოსური მედიის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბიბილოვმა სასწრაფო სხდომა გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. დე ფაქტო შს მინისტრს კი დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება.

ბიბილოვი აცხადებს, რომ მოქალაქე ჯაბიევის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და “ყველა დამნაშავე დაისჯება”.

8 ივნისს ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ნანიევის ავტომობილს უცნობმა პირებმა მიტოვებული შენობიდან ესროლეს, თუმცა არავინ დაშავებულა.

ცხინვალში დე ფაქტო შს მინისტრის ავტომობილი დაცხრილეს

მასალების გადაბეჭდვის წესი