ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში დე ფაქტო შს მინისტრის ავტომობილი დაცხრილეს

18 აგვისტო, 2020 • 1169
ცხინვალში დე ფაქტო შს მინისტრის ავტომობილი დაცხრილეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო დე ფაქტო  შს მინისტრის, იგორ ნანიევის სამსახურებრივ ავტომობილზე თავდასხმის გამო. ინფორმაციას ოსური მედია რეს-ი ავრცელებს.

ცხინვალის ინფორმაციით, 8 ივნისს ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ნანიევის ავტომობილს უცნობმა პირებმა მიტოვებული შენობიდან ესროლეს, თუმცა, არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი