ცხინვალში დე ფაქტო შს მინისტრის ავტომობილი დაცხრილეს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის სამსახურებრივ ავტომობილზე თავდასხმის გამო. ინფორმაციას ოსური მედია რეს-ი ავრცელებს. ცხინვალის ინფორმაციით, 8 ივნისს ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ნანიევის ავტომობილს უცნობმა პირებმა მიტოვებული შენობიდან ესროლეს, თუმცა, არავინ დაშავებულა.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed