ახალი ამბები

1 სექტემბერს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები გაიხსნება

28 აგვისტო, 2020 • 890
1 სექტემბერს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, პირველ სექტემბერს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით გაიხსნება. 

დარბაზში შესვლამდე მკითხველისთვის აუცილებელი იქნება შემდეგი წესების დაცვა:

  • მკითხველის ბილეთთან ერთად  პირბადის ტარება;
  • 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  •  თერმოსკრინინგისა და დეზობარიერის  გავლა;
  • ხელების  სადეზინფენქციო ხსნარით დამუშავება;
  • რიგის ნომერის აღება; 
  • მოთხოვნის ბარათის შევსება; 
  • ლოდინი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. 

ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველს მოუწოდებს, შენობაში ყოფნისას არ მოიხსნას პირბადე და დაიცვას ფიზიკური დისტანცია. 

რაც შეეხება ეროვნული ბიბლიოთეკის საცავ და სპეციალურ ფონდებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  გამოყენებული დოკუმენტები კარანტინში 3-5 დღით განთავსდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი