ახალი ამბები

ნავალნის სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ არ დგას – პრესსამსახური

28 აგვისტო, 2020 • 856
ნავალნის სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ არ დგას – პრესსამსახური

რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, კვლავ კომაშია, თუმცა მისი სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ აღარ დგას. ამის შესახებ ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში ტვიტერზე წერს.

„ის [ნავალნი] ჯერ კიდევ ხელოვნურ კომაშია და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზეა მიერთებული. მდგომარეობა მძმეა, თუმცა მოწამვლის სიმპტომებმა იკლო. ახლა მისი სიცოცხლე სერიოზული რისკვის ქვეშ არ დგას. მიუხედავად ამისა, ექიმები ჯერ კიდევ ვერ აკეთებენ ზუსტ პროგნოზს“ ,- ნათქვამია ირამიშის პოსტში.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს უკანასკნელი მოითხოვეს და სპეციალური რეისი დააორგანიზეს.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს.

გერმანიის კლინიკა ადასტურებს, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია

მასალების გადაბეჭდვის წესი