ახალი ამბები

ობიექტივი რუსულელოვანი გადაცემის გამო დაჯარიმდა – კომუნიკაციების კომისია

27 აგვისტო, 2020 • 1176
ობიექტივი რუსულელოვანი გადაცემის გამო დაჯარიმდა – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის თქმით, უწყებამ ტელეკომპანია „ობიექტივი“ ეთერში გასული რუსულენოვანი გადაცემის გამო 5 000 ლარით დააჯარიმა და ამ გადაცემის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

„საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას „ყველას გასაგონად“, რომელიც „ობიექტივის“ ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემა სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და ასევე, სახელმწიფო ენაზე სუბტიტრების გარეშე განთავსდა“, – ამბობს უწყება.

როგორც კომისია განმარტავს:

„კომუნიკაციების კომისიის დადგენილებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია, სამაუწყებლო ბადეში პროგრამები არასახელმწიფო ენაზე განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს.

ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. მაუწყებელი ასევე ვალდებულია, პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით,“.

გადაცემა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში მართლაც გადის. ასევე, ქვეყნდება ობიექტივის სოციალურ პლატფორმებზე.

ამ გადაცემის გამო „ობიექტივი“ კომუნიკაციების კომისიამ არაერთხელ დაასანქცირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი