ახალი ამბები

თუ ეს მოგბეზრდათ, გამოსავალი კოალიციაა – ევსაქები ენმ-ოცნების „Fb ომზე“

27 აგვისტო, 2020 • 1084
თუ ეს მოგბეზრდათ, გამოსავალი კოალიციაა – ევსაქები ენმ-ოცნების „Fb ომზე“

„თუ ამ წრეზე ტრიალი მოგბეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა“, – ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველო“ მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვას საქართველოში დაბრუნების შესახებ და ამაზე „ქართული ოცნების“ რეაქციას.

„Miha hamodiii“, – ამ მინაწერით გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნება“ Facebook-ის ოფიციალური გვერდით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ.

„ოცნების“ გამოხმაურება სააკაშვილის მიმართვაზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელ კომიტეტს თავმჯდომარეობს, 27 აგვისტოს ვიდეომიმართვა გაავრცელა:

ვიდეომიმართვაში სააკაშვილი უკრაინაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქვეყანა მისი მეორე სახლია, თუმცა მიმართვის ბოლოს საქართველოსთან მის დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას და დასძენს: „მე ვბრუნდები“.

“Miha hamodiii” – “ოცნება” სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება

მე ვბრუნდები! – სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი