ახალი ამბები

სტუდენტებისთვის ბუდაპეშტის ავიარეისი დაემატება — გახარია

27 აგვისტო, 2020 • 1033
სტუდენტებისთვის ბუდაპეშტის ავიარეისი დაემატება — გახარია

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტუდენტებისთვის ბუდაპეშტის მიმართულებით ავიარეისი  დაემატება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ რეისზე ბილეთი 199 ევროზე მეტი არ ეღირება და თუ საჭირო გახდება, დამატებით რეისს დანიშნავენ.

“დადგინდა ახალი მიმართულება, ეს გახლავთ ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში და მისცემს შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში. ეს არ იქნებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობენ, ეს იქნება მთლიანად ევროპის  მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ბილეთის ღირებულება 199 ევროზე მეტი ვერ იქნება. რა თქმა უნდა, მოთხოვნის შესაბამისად ამ პროგრამასაც გავაგრძელებთ

მასალების გადაბეჭდვის წესი