ახალი ამბები

პენსიები ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე განრიგით დაირიცხება — გახარია

27 აგვისტო, 2020 • 2020
პენსიები ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე განრიგით დაირიცხება — გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, პენსიონერებს პენსია ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე დაერიცხებათ. ამის შესახებ მან დღეს, 27 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პენსიონერები პენსიას შესაბამისი განრიგის მიხედვით მიიღებენ და ტექნიკური პრობლემა არ შეექმნებათ.

როგორც გახარია განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა, რადგან მოხუცები მაღალ რისკჯგუფში შედიან.

“პენსიონერებს პენსია ყოველი თვის 14 რიცხვში ერიცხებათ და ეს საბანკო ფილიალებში საკმაოდ მაღალი დისკომფორტის, რიგების საბაბი იყო. თუმცა პანდემიის პირობებში ეს, დისკომფორტის გარდა, არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გავრცელებისთვის. მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და გაცემა ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით მოხდება. ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი და ამას უზრუნველყოფს ბანკი და არანაირი ტექნიკური შეფერხება არ იქნება”, — განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი