ახალი ამბები

მშობელი ბაღის შენობაში ვერ შევა – ახალი წესები

26 აგვისტო, 2020 • 1939
მშობელი ბაღის შენობაში ვერ შევა – ახალი წესები

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის თქმით, შემუშავებულია სპეციალური რეკომენდაციები და წესები, რომლებიც ბაღებმა უნდა დაიცვან.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაღები პირველი ოქტომრბიდან გაიხსნება, თუმცა, ახალი წესების თანახმად, ბაღის შენობაში მშობელი შესვლას ვეღარ შეძლებს. ფუნქციონირების აღდგენამდე კი ბაღებს შეამოწმებენ, ხოლო აღმზრდელებს სპეციალურ სწავლებებს ჩაუტარებენ.

„რაც შეეხება რეკომენდაციებს, უპირველეს ყოვლისა, იკრძალება მშობლის შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში. ამ შეემთხვევაში ბაღის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ზომების მიღება. ასევე გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი, საიზოლაციო ოთახი, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს ან თანამშრომელს დაუფისქირდება ტემპერატურა“, – ამბობს ბექა ფერაძე.

მისივე თქმით, წესდება შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებითაც. რაკი მშობელი ამიერიდან შენობაში ვერ შევა, მან „მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა დარეკოს ბაღის აღმინისტრაციის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის ბაღიდან გაყვანა, რაც მოხდება შესასვლელში.

„განსაზღვრული არის რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვაზე. ამასთანავე, ბაღებმა უნდა განსაზღვრონ გრაფიკი, რათა ბავშვების რაოდენობა ჯგუფებში დაბანალნსებული იყოს.

ასევე იკრძალება სათამაშოების წამოღება სახლიდან და ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომლის დეზინფიცირება რთულია. რეცხვაზე კი დაწესდება სპეციალური რეკომენდაციები,“ – ამბობს ბექა ფერაძე და ამატებს, რომ სრული პროტოკოლი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი