ახალი ამბები

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამას ბრალი ორი მუხლით წარედგინა

25 აგვისტო, 2020 • 1066
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამას ბრალი ორი მუხლით წარედგინა

პროკურატურამ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის მამას, ფ.ა-ს, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლით ბრალდება  წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის გამოძიებით  დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ  მყოფი ფ.ა.  სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს, ა.ა-ს. შედეგად, ბავშვი მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ იმყოფებოდა.  2020 წლის 23 აგვისტოს იგი თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სამართალდამცველებმა ფ.ა. იმავე დღეს დააკავეს. 25 აგვისტოს მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით  (თვითმკვლელობამდე მიყვანა ) წარედგინა. პროკურატურა ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება და მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე.

11 წლის ბავშვის თვითმკვლეობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მშობელი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი