ახალი ამბები

არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მშობელი დააკავეს

24 აგვისტო, 2020 • 858
არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მშობელი დააკავეს

შსს-მ ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი, 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავა.

გამოძიების თანახმად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, 2009 წელს დაბადებული ა.ა. საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი