არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მშობელი დააკავეს

შსს-მ ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი, 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავა. გამოძიების თანახმად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, 2009 წელს დაბადებული ა.ა. საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. … ვრცლად არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მშობელი დააკავეს