ახალი ამბები

ქვეყნის ლიდერები უსამძიმრებენ ბარისახოში ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

23 აგვისტო, 2020 • 1203
ქვეყნის ლიდერები უსამძიმრებენ ბარისახოში ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე უსამძიმრებენ ბარისახოში დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულების ოჯახებს.

შატილის გზაზე 23 აგვისოს საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაიღუპა 12 მოქალაქე, სამი მძიმედ დაშავდა.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს“, – დაწერა რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, „ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას“.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვავ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია. ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას მაშველები და ექიმები შეძლებენ“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

განახლება:

დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა – შსს შატილის გზაზე ავარიაზე

მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, გარდაცვლილია 12 მოქალაქე – შსს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი