ახალი ამბები

ბელარუსის სოლიდარობის ჯაჭვი 50 000-მა ლიეტუველმა დემონსტრანტმა შეკრა – საგარეო

23 აგვისტო, 2020 • 1279
ბელარუსის სოლიდარობის ჯაჭვი 50 000-მა ლიეტუველმა დემონსტრანტმა შეკრა – საგარეო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტო იუწყება, რომ „ბალტიის გზის“ 31-ე წლისთავზე, ბელარუსში მიმდინარე დემონსტრაციების მხარდამჭერ სოლიდარობის ჯაჭვში 23 აგვისტოს ლიეტუვაში 50 000-ზე მეტი ადამიანი გაერთიანდა.

„ვამაყობ ლიეტუველებით, რომლებმაც გულწრფელი, უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატეს ბელარუსი ხალხის მიმართ და მხარი დაუჭირეს დემოკრატიისთვის, სამართლიანობისთვისა და ღირსებისათვის ბრძოლაში“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვის მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა, გიტანას ნაუსედამ და დალია გრიბაუსკაიტემ.

ნახეთ ასევე:

აქციის პარალელურად, 23 აგვისტოს ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა გამართვის მოთხოვნით, ალექსანდრე ლუკაშენკოს მმართველობის წინააღმდეგ.

ვრცლად:

„არ გვინდა, საქართველომ აღიაროს ბელარუსის არჩევნების შედეგები“ – სოლიდარობის აქცია თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი