ახალი ამბები

NATO უარყოფს ლუკაშენკოს ბრალდებას საზღვართან ძალების მობილიზებაზე

23 აგვისტო, 2020 • 777
NATO უარყოფს ლუკაშენკოს ბრალდებას საზღვართან ძალების მობილიზებაზე

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) უარყოფს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ბრალდებას ბელარუსის დასავლეთ საზღვართან ჯარების მობილიზებაზე.

ლუკაშენკომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ NATO ქვეყნის დაყოფასა და ქვეყანაში პრეზიდენტის შეცვლას ცდილობს. ამისგან დაცვის საბაბით ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საზღვართან საკუთარ ძალებს გზავნიდა.

როგორც BBC-ი წერს, ნატო ამ ცნობას უარყოფს და აცხადებს, რომ ალიანსი „არანაირ საფრთხეს არ უქმნის ბელარუსს ან რომელიმე სხვა ქვეყანას“ და ის „არანაირ სამხედრო მობილიზებას ადგილი არა აქვს“.

ამასთან, ალიანსი ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივის სცეს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს.

მეტი ბელარუსის შესახებ წაიკითხეთ ამ ბმულზე

მასალების გადაბეჭდვის წესი