ახალი ამბები

ქობულეთის მერია გმობს ფალავანდიშვილის მიერ „სექსუალური განათლების“ გრაფიტის დაზიანებას

23 აგვისტო, 2020 •
ქობულეთის მერია გმობს ფალავანდიშვილის მიერ „სექსუალური განათლების“ გრაფიტის დაზიანებას

რა რეაგირებას მოახდენს ქობულეთის მერია ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე გურამ ფალავანდიშვილის მიერ გრაფიტის დაზიანებაზე? – ამ კითხვის პასუხად ქობულეთის მერიაში განმარტეს, რომ ფაქტს შეისწავლიან შენობის მესაკუთრესთან ერთად. ამის გარდა, მერიაში განაცხადეს, რომ გმობენ გურამ ფალავანდიშვილის საქციელს – ეგრეთ წოდებული „სექსუალური განათლების“ გრაფიტის დაზიანებას.

გურამ ფალავანდიშვილმა ქობულეთში გრაფიტის დაზიანების პროცესი თანმხლებ პირთან ერთად გადაიღო, სადაც მერს პედოფილი უწოდა. ის ამბობს, რომ ამ გრაფიტის განთავსებაზე ნებართვის გამცემი მერი საცემია.

მერიის განმარტებაში, რომელიც წერილობით მოგვაწოდეს, ნათქვამია: „მიმდინარე წელს ორგანიზაცია „GrlsWave”-ის მიერ მერიაში შემოვიდა წერილი, სადაც ორგანიზაციის წევრები განმარტავდნენ, რომ ახორციელებდნენ პროექტს – „შეიმეცნე“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ისინი ენერგო-პრო ჯორჯიას ქვესადგურების მოხატვას გეგმავდნენ. ორგანიზაციამ წარმოადგინა ესკიზები და ნებართვა ენერგო-პრო ჯორჯიასგან.

აღვნიშნავთ, რომ ფაქტის შესწავლა [გრაფიტის დაზიანება] მოხდება ენერგო-პრო ჯორჯიასთან ერთად. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვგმობთ მსგავს საქციელს. ჩვენს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.“

მასალების გადაბეჭდვის წესი