ახალი ამბები

EU-ს საელჩოსთან ანტიდასავლური და ჰომოფობიური აქციის 7 მონაწილე დააკავეს

6 ივნისი, 2022 • 2286
EU-ს საელჩოსთან ანტიდასავლური და ჰომოფობიური აქციის 7 მონაწილე დააკავეს

თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, ანტიდასავლური და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციის 7 მონაწილე დააკავეს, მათ შორის არის გურამ ფალავანდიშვილიც.

გურამ ფალავანდიშვილი და სხვები აქციას EU-ს საელჩოსთან ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის პლაკატებით მართავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას გულისხმობს.

აქციის ორგანიზატორები იყვნენ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი