ახალი ამბები

„ინფექციურს“ ₾300 000-ის გამოყენების უფლება მისცეს გადაუდებელი სამუშაოებისთვის

21 აგვისტო, 2020 • 1108
„ინფექციურს“ ₾300 000-ის გამოყენების უფლება მისცეს გადაუდებელი სამუშაოებისთვის

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გადაუდებელი სამუშაოებისთვის საავადმყოფოს 300 000 ლარის გამოყენების უფლება მისცეს.

„ფინანსთა სამინისტროში უკვე ჩატარდა დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა და ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება გადაუდებელი სამუშაოებისთვის გამოიყენოს 300 ათასი ლარი. საკითხი ამით გადაწყვეტილია“, – მისწერეს „ნეტგაზეთს“ 21 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტროდან.

წინა დღით, 20 აგვისტოს, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ დაადასტურა, რომ საავადმყოფომ შეწყვიტა აივ/შიდსითა და კოვიდ-ინფიცირებული ახალი პაციენტების სტაციონარში მიღება. მიზეზად მან „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ პირობების არარსებობა დაასახელა, რის გამოსასწორებლადაც ხელშეწყობას წლებია, ითხოვს.

იხილეთ ეს ამბავი ვრცლად:

ჯანდაცვის სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა, კურიოზული შემთხვევაა – ცერცვაძე

ჯანდაცვის სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა, კურიოზული შემთხვევაა – ცერცვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი