ახალი ამბები

სტიქიამ ლენტეხის 40-მდე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა – მუნიციპალიტეტი

21 აგვისტო, 2020 • 2137
სტიქიამ ლენტეხის 40-მდე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა – მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით,  დილიდან სტიქია მძვინვარებს და გარესამყაროს მოწყვეტილია 40-მდე სოფელი.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ადგილზე ახლა ხდება მაშველების მობილიზება, გზაში არის ასევე გუბერნატორიც. ადგილზე კი მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი იმყოფება.

„21 აგვისტოს, გამთენიისას დაწყებულმა ძლიერი წვიმის შედეგად, ჩოლურის და ლაშხეთის თემები მთლიანად გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანდა სამი ხიდი. ამ სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი არსებობს.

სტიქიის ზონაში დილიდანვე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი. ასევე, ადიდებულია მდინარე ლასკადურა, რომელიც საფრთხეს უქმნის დაბის მოსახლეობას. კოკისპირული წვიმა ამ დროსაც გრძელდება,“ – წერია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი