ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიტროპოლიტ ნიკოლოზს შეხვდა

20 აგვისტო, 2020 • 1411
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიტროპოლიტ ნიკოლოზს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ელჩმა კელი დეგნანმა საელჩოში ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზს უმასპინძლა.

“მათ ელჩის სამცხე-ჯავახეთში ვიზიტი და ის მრავალმხრივი ურთიერთობა განიხილეს, რომელიც საელჩოს, მიტროპოლიტს და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აკავშირებთ, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობების ხელშეწყობის კუთხით”, -იუწყება საელჩო 20 აგვისტოს გავრცელებულ ცნობაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი