ახალი ამბები

როგორ უნდა იმუშაონ სკოლის ბუფეტებმა? – ახალი რეგულაციები

20 აგვისტო, 2020 • 2339
როგორ უნდა იმუშაონ სკოლის ბუფეტებმა? – ახალი რეგულაციები

15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა უნდა განახლდეს, რისთვისაც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სპეციალური რეკომენდაციების ნუსხა შეიმუშავეს. მათ შორის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა იმუშაოს სკოლაში კვებითმა ობიექტებმა.

ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ სკოლის ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება შესაძლებელია, თუ ის აკმაყოფილებს იმ რეგულაციებს, რომლებიც სამინისტრომ კვების ობიექტებს დაუწესა, რომელთა შორის არის ერთმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება, ერთ მაგიდაზე არაუმეტეს 6 ადამიანის განთავსება და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

სამინისტრის მითითებები:

  •  არ დაუშვათ ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება, თუ შეუძლებელია მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა;
  • საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე, კვების შესვენების ორგანიზება სასწავლო ოთახებში;
  •  საკვების მიღების წინ დაიბანეთ ხელები წყლით და საპნით (საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ არის რეკომენდირებული);
  • უზრუნველყავით ბუფეტში/სასადილოში არსებული ყველა ონკანის გამართული მუშაობის რეჟიმი;
  • ბუფეტის/სასადილოს შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფუნქციონირებისთვის გამართული ხელსაბანები.

ვრცლად რეკომენდაციები სკოლისთვის ნახეთ აქ:

ამავე თემაზე, ნეტგაზეთი გირჩევთ:

დამლაგებლები, საკლასო სივრცეები – სკოლების გამოწვევები ახალი სასწავლო წლის წინ

მასალების გადაბეჭდვის წესი