ახალი ამბები

ვიმსჯელებთ ონკოპაციენტებისთვის დაფინანსების 8 000 ლარით გაზრდაზე – გახარია

20 აგვისტო, 2020 • 713
ვიმსჯელებთ ონკოპაციენტებისთვის დაფინანსების 8 000 ლარით გაზრდაზე – გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის სხდომაზე განიხილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ონკოპაციენტებისთვის დაფინანსების 8 000 ლარით გაზრდა. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

გახარიას განმარტებით, ამ დრომდე აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე ონკოპაციენტებს მკურნალობის ნაწილის საკუთარი ხარჯებით დაფარვა უწევდათ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ზემოთ აღნიშნულ ინიციატივას დაამტკიცებს, ონკოპაციენტებს, ფაქტობრივად, სრულად აუნაზღაურდებათ მკურნალობის ხარჯები.

გახარიას თქმით, საქართველოში, მოცემულ მომენტში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 1972 ონკოპაციენტი სარგებლობს.

ამ დროისთვის საყოველთაო ჯანდავით მოსარგებლე ონკოპაციენტებისთვის მკურნალობისთვის საჭირო თანხის ლიმიტი 15 000 ლარით განისაზღვრება, გაზრდის შემთხვევაში კი აღნიშნული თანხა 23 000 ლარამდე გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი