ახალი ამბები

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა[ფოტო]

19 აგვისტო, 2020 • 2578
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა[ფოტო]

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. ადგილზე სამშენებლო ღობეები უკვე მოხსნეს და ადამიანებს პარლამენტის მიმდებარედ გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

თბილისის მოსახლეობამ ივლისში კახა კალაძის ფეისბუქ ლაივიდან შეიტყო, რომ პარლამენტის მიმდებარე ტროტუარი ისეთი აღარ იქნებოდა, როგორიც იყო მის სამშენებლო ღობეებში მოქცევამდე. სამუშაოების დაწყებიდან თითქმის 180 დღის შემდეგ ქალაქის მერმა წარმოადგინა პროექტი, რომლის თანახმადაც ტერიტორიაზე გამწვანებული თარგების მოწყობა იგეგმებოდა.

ტერიტორია ახლა ასე გამოიყურება:

სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის წინ კომპანია “გრინსერვისი” აწარმოებდა. კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე “ნეტგაზეთს” ივნისში ეუბნებოდა, რომ სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში უნდა დასრულებულიყო. ეს მოგვიანებით თბილისის მერმაც დაადასტურა. კითხვაზე, რატომ გაგრძელდა სამუშაოები ამდენ ხანს, “გრინსერვისის” დირექტორმა გვითხრა, რომ თავი იჩინა არაერთმა პრობლემამ, რომელიც იქამდე ზედაპირზე არ ჩანდა. კალაძემ ერთ-ერთ ფაქტორად პანდემია დაასახელა, რომელმაც, მისი თქმით, სამუშაოები შეანელა.

იხილეთ მასალა “ნეტგაზეთის” არქივიდან:

ვინ და რატომ აქცევს ისტორიულ სივრცეს მწვანე თარგებში

მასალების გადაბეჭდვის წესი