ახალი ამბები

კალაძის თქმით, ასეთი იქნება ტროტუარი პარლამენტის წინ

19 ივლისი, 2020 • 2756
კალაძის თქმით, ასეთი იქნება ტროტუარი პარლამენტის წინ

თბილისის მერმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

კახა კალაძის ლაივჩართვიდან, ცნობილი გახდა, რომ მერია პარლამენტის წინ თარგების მოწყობას გეგმავს. როგორც კალაძე განმარტავს ეს ამ ტერიტორიაზე გამწვანებას უზრუნველყოფს

კალაძის ცნობით, ასეთი იქნება ტროტუარი პარლამენტის წინ

კალაძის ცნობით, ასეთი იქნება ტროტუარი პარლამენტის წინ

კალაძის ცნობით, პროექტი ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დასრულდება.  მისივე თქმით, პანდემიის გამო სარეაბილიტაციო სამუშაობი იმ ტემპით ვერ მიმდინარეობდა, როგორც ეს დაგეგმილი იყო.

დაახლოებით 180-ე დღე გავიდა იმის შემდეგ, რაც მერიამ პარლამენტი მწვანე ღობით შემოფარგლა და საკანონმდებო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფილების რესტავრაცია დაიწყო. თუმცა ეს პროცესი დღემდე არ დასრულებულა. სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიაში” რეაბილიტაციის მიზნის მიღმა პოლიტიკურ ქვეტექსტს ხედავენ და ამბობენ, რომ პარლამენტის წინ ხელისუფლებამ უბრალოდ საპროტესტო სივრცე გადაკეტა.

2019 წლის 30 დეკემბერს მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი დასუფთავების მანქანებმა ამ ადგილიდან აიღეს. მაშინ აქტივისტებმა, მათ შორის, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ, წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. თუმცა საბოლოოდ, მერიამ კარავი აიღო და ატრაქციონები აღმართა.

თავდაპირველად ეს იყო ზვიგენის ფორმის ბატუტი, შემდგომ კი აქ ე.წ. საშობაო ბაზრობა და კარუსელები დაამონტაჟეს. მაჩალიკაშვილმა მაშინ მოსახლეობას სთხოვა, რომ ბავშვები პარლამენტის წინ გასართობად არ მიეყვანათ.

ატრაქციონების აღებიდან მალევე, 22 იანვარს, უკვე ფილების რეაბილიტაციის პროექტის შესახებ გაცხადდა. რეაბილიტაცია კი რამდენიმე თვეა, რაც მიმდინარეობს.

გაიგეთ მეტი ამ ამბავზე

შემოღობილი პარლამენტი, რეაბილიტაციის 150 დღე და 20 ივნისის აქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი