ახალი ამბები

უგულავას თქმით, დეკლარაციაში ასახავენ, რომ “ოცნებას” კოალიციას არ შეუქმნიან

19 აგვისტო, 2020 • 1310
უგულავას თქმით,  დეკლარაციაში ასახავენ, რომ “ოცნებას” კოალიციას არ შეუქმნიან

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, სექტემბერში შესაბამის დეკლარაციას შეიმუშავებენ იმის შესახებ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, “ქართულ ოცნებას” კოალიციას არ შეუქმნიან.

პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისგან მსგავსი შინაარსის დეკლარაციაზე ხელის მოწერას “ნაციონალური მოძრაობაც” ითხოვს. თუმცა, როგორც უგულავა ამბობს, აღნიშნული ინიციატივა “ევროპულ საქართველოს” ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჰქონდა.

“ჩვენ სექტემბერში, უკვე წინასაარჩევნოდ, როდესაც ეს პერიოდი მომწიფდება, ამას დეკლარაციის სახეს მივცემთ. ასე რომ, “ევროპული საქართველო” ამ პროცესის ავანგარდში იდგა, დგას და იდგება. თავისთავად ცხადია, არასდროს, არცერთ მონაკვეთში არ განხილულა ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის კოალიციის გაკეთება. შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახავთ, რომ “ევროპული საქართველო” ამის ინიციატორია და პირადად ვარ ამის ინიციატორი, დაახლოებით, ეს იყო  ერთი წლის წინ, თუ არ ვცდები”, — განაცხადა უგულავამ.

ოქრუაშვილი და ჯაფარიძე – ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა ორ ოლქში

მასალების გადაბეჭდვის წესი