ახალი ამბებირეკლამა

ლევან კობერიძე: ცვლილებები კანონში „კომუნიკაციების შესახებ“ იყო პარტიული დავალება პარლამენტისთვის და კომიტეტისთვის

16 აგვისტო, 2020 • 1967
ლევან კობერიძე: ცვლილებები კანონში „კომუნიკაციების შესახებ“ იყო პარტიული დავალება პარლამენტისთვის და კომიტეტისთვის

 2020 წლის 17 ივლისსსაქართველოს პარლამენტმა 3 მოსმენით 1 კვირაში მიიღო ელექტრონული კომუნიკაციების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი იმ დღესვე მოაწერა და საკანონმდებლო მაცნეშიც იმავე დღეს გამოქვეყნდა. დღეს ეს კანონი უკვე მოქმედია.

კომისია კანონს ბიზნესთან კონსენსუსის შედეგს უწოდებს, თუმცა ფაქტია, რომკავკასუს ონლაინი“, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ კონსენსუსის ნაწილი არ არის და ეს არაერთგზის დააფიქსირა კომპანიის ხელმძღვანელობამ.

კავკასუს ონლაინი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებკანონში ცვლილებებ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ექსპერტები საკანონმდებლო ცვლიებებს „ბიზნესისთვის „კატასტროფულად მავნეს და დამაზიანებელს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

პარლამენტარი ლევან კობერიძე, ამჯერად „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში, აცხადებს, რომ ამ კანონის მისაღებად უპრეცედენტო მობილიზაცია გამოცხადდა პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანომ დაუშვა ყველა გამონაკლისი, რისი დაშვებაც შეიძლებოდა.

„ეს კანონი არის თვალსაჩინო გამოვლინება დღევანდელი ხელისუფლების დაუოკებელი სურვილის, რომ არ დატოვოს სივრცე, მათ შორის ბიზნეს სივრცეც, რომელზეც არ ექნება პირდაპირი ჩარევის, კონტროლის და ზეწოლის მექანიზმი. ამ კანონით, ფაქტობრივად, ოცნების ხელისუფლებამ ლეგალური სახე მისცა იმ ბიზნესზე ძალადობას, რასაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა  პირდაპირი ტერორის და რეკეტის სახით. ეს კანონი საკუთრების უფლების შელახვის და ბიზნესის საკუთარი (ხელისუფლების) პოლიტიკური ინტერესისათვის დაქვემდებარების საშუალებას იძლევა.

პარლამენტის დარგობრივი  ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ პირდაპირ განაცხადა, რომ ეს კანონი მიღებული იქნა კონკრეტულად ერთი კომპანიისთვის. „მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განახორციელა ქმედება და არსებული კანონით გათვალისწინებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქმედების აღკვეთისთვის. არსებობდა უფრო მკაცრი ზომა, რომელსაც ჰქვია ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ მას მოჰყვება ცუდი შედეგები მოსახლეობისთვის. ამიტომ მარეგულირებელმა გადაწყვიტა შემოეტანა შედარებით რბილი ზომა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა”, – განაცხადა რომან კაკულიამ. ლევან კობერიძეს მიაჩნია, რომ კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები დამღუპველია:

„ვფიქრობ, მისი ეს განცხადება არის უკიდურესად დამაზიანებელი ისეთი ქვეყნის ეკონომიკისათვის, რონლისთვისაც საკუთრების უფლების ხელყოფის მცდელობა, კონკურენციის შეზღუდვა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისგან გადახვევა არის დამღუპველი და შეიძლება შეუქცევადი ხასიათი იქონიოს. არ გამოვრიცხავ, მისი ეს გამონათქვამი გახდეს სერიოზული არგუმენტი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ქვეყნის (საქართველოს) წინააღმდეგ

კანონის დაჩქარებული წესით მიღებაიყო არა მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევა, არამედ ოცნების მმართველობის მთელს 8 წლიან პერიოდში, პარლამენტში არ ახსენდებათ მსგავსი პრეცენდეტი – როდესაც სხდომები დღე და ღამე იყო გადაბმული რამდენიმე დღის განმავლობაში. გამიხარდებოდა ეს რომ ყოფილიყო მთელი მეცხრე მოწვევის პარლამენტის ჩვეული სამუშაო რიტმი:) ფაქტია ეს იყო პარტიული დავალება და პარლამენტს და კომიტეტს პირდაპირ დაევალა ამ კანონპროექტის აუცილებლად არათუ დაჩქარებულად, არამედ ფაქტობრივად, ბიზნეს სექტორთან, ექსპერტებთან და დეპუტატებთან განხილვის გარეშეც კი.

სხდომებზე ვიხილავდით კანონპროექტს, რომელიც დარიგებულიც კი არ იყო და ცვლილებების ზეპირად მოსმენა გვიწევდა დეპუტებს. ეს იყო არა საპარლამენტო განხილვა არამედ პარლამენტის როგორც ინსტიტუციის შაპიტოს ცირკად გადაქცევა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობის იმ წევრებმს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ კანონს, არც კი იციან რას დაუჭირეს მხარი. სამწუხაროა, რომ სააკშვილის რეჟიმის დროინდელი “ნოტარიუსი” პარლამენტის მუშაობა ოცნებამ მისი მმართველობის ბოლო წლებში სრულად გადმოაკოპირა“ – აცხადებს ლევან კობერიძე.

პარლამენტარს მიაჩნია, რომ ეს კანონი  იმ უკვე მიღებული კანონების გაგრძელებაა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს “დამსჯელ სტრუქტურებად” გადააქციოს მარეგულირებელი კომისიები და სამინისტროები – ამის მაგალითად ასახელებს ჯანდაცვის სფეროში მიღებულ ყბადაღებულ 520-ე დადგენილებას და საკანონმდებლო ცვლილებებს,  ჯანდაცვისა და წამლის შესახებ კანონებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი