ნეტგაზეთი | 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია შეფერხებით მიმდინარეობს — ჯანდაცვის სამინისტრო 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია შეფერხებით მიმდინარეობს — ჯანდაცვის სამინისტრო – Netgazeti

200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია შეფერხებით მიმდინარეობს — ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს. უწყების განმარტებით, ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის, ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული.

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის. სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა”, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

200-ლარიანი დახმარების მისაღებად სპეციალურ პორტალზე მშობლების რეგისტრაციის გავლა დღეს,  15 აგვისტოს დაიწყო და პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

როგორ უნდა მიიღოთ 200 ლარიანი დახმარება – სამინისტროს ინსტრუქცია მშობლებისთვის

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი