საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.
რეკომენდაციების მიხედვით, განსაზღვრულია არაერთი რეგულაცია სკოლისთვის, ასევე ვალდებულებები მოსწავლეებისა და მშობლებისთვის.
- დაიცავით ჰიგიენის წესები;
- დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
- დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
- დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
- დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
- მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
- სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
- არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
- ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
- ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
- ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
- სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
- ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად.
- უზრუნველყავით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ხელის ჰიგიენის საკითხებზე. იქონიეთ უწყვეტი საინფორმაციო კომუნიკაცია ხელის ჰიგიენის მნიშვნელობის შეხსენების შესახებ COVID-19 ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
- მიაწოდეთ ინფორმაცია მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და მოსწავლეებს SARS-COV2 ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენის, პირბადის ტარების, ხველის ეტიკეტისა და სხვა შემახსენებლები);
- შეხვედრები მასწავლებლებთან, მშობლებთან წარმართეთ მაქსიმალურად დისტანციური სერვისების გამოყენებით.
რეკომენდაციების მიხედვით:
სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში: ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
ტემპერატურის შემთხვევაში მოსწავლეს უნდა მოარგონ პირბადე და განათავსონ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში; სკოლა დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;
მშობლებთან ან სხვა გარეშე პირებთან კომუნიკაციის დროს სკოლამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს დისტანციურ შეხვედრებს;
საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
მოსწავლის/თანამშრომლის COVID 19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის კონტაქტების მოძიებისა და კარანტინის/თვითიზოლაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციების შესაბამისად.