ახალი ამბები

დაავადების ინკუბაციის პერიოდად 12 დღე საკმარისია — ეზუგბაია კარანტინის ვადის შემცირებაზე

15 აგვისტო, 2020 • 2518
დაავადების ინკუბაციის პერიოდად 12 დღე საკმარისია — ეზუგბაია კარანტინის ვადის შემცირებაზე

თბილისის ინფქეციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაია მთავრობის დადგენილებით საკარანტინო პერიოდის 14-დან 12 დღემდე შემცირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, დაავადების ინკუბაციის პერიოდად 12 დღე საკმარისია.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, აქამდე საკარანტინო პერიოდად 14 დღე “ყოველგვარი გადაფარვის თვალსაზრისით” იყო დადგენილი.

“გუშინდელი რეგულაციით, საკარნტინო პერიოდის 14 დღე შეიცვალა 12-ით. საერთოდ, ზოგადად, ინკუბაციის პერიოდად საშუალოდ 12 დღე შეიძლება განიხილებოდეს. უბრალოდ, ჩვენ 14 დღე აღებული გვქონდა ყოველგვარი გადაფარვის თვალსაზრისით. ეს 12 დღე არ არის მოგონილი და ეს არის რეალურად. 12 დღე საკმარისია იმისთვის, რომ მე-12 დღეს, რომ გაკეთდება ადამიანთან, იმასთან თუ უარყოფითია პასუხი, ის, რა თქმა უნდა, კიდევ 48 საათი განიხილება როგორც ჯანმრთელი და აქედან გამომდინარე 14 დღეს მოიცავს. ასე, რომ პრობლემა ამაში არ არის. გარკვეულწილად, დაავადებულ და კონტქატირებულ ადამიანებს შეუმსუბუქდებათ საკარანტინო პერიოდი. ეს გამოწვეულის არა დაავადების მიმდინარეობიდან, არამედ ზაფხულის ცხელი პერიოდით და კიდევ სხვა კრიტერიუმებით, მეტნაკლებად დღევანდელ სიტუაციას თითქოს მსუბუქად განვიხილავთ, მაგრამ ასე არ არის”, — განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კარანტინის და იზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა და 14 დღის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 12 აგვისტოდან არის ძალაში.

კარანტინის და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა

მასალების გადაბეჭდვის წესი