ნეტგაზეთი | ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – Netgazeti
RU | GE  

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „ნეტგაზეთს“  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. მათ თანახმადვე, ერთი ადამიანი ტრავმული შოკით უახლოეს კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ეს მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი