ახალი ამბები

გახარია ავტომობილების განბაჟების გადასახადის გადავადებას აანონსებს

13 აგვისტო, 2020 • 1735
გახარია ავტომობილების განბაჟების გადასახადის გადავადებას აანონსებს

დღეს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  რომ იგეგმება შეღავათების დაწესება ავტოიმპორტიორებისთვის.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს დაავალა, გადაავადოს როგორც საბაჟო მოსაკრებლის, ასევე, საურავის დარიცხვა. პრემიერის ცნობით,  ცვლილება 24 000 ავტომფლობელს შეეხება,  ჯამში, დაახლოებით 30 მილიონი ლარის შეღავათს გულისხმობს და გაგრძელდება 2021 წლის მარტამდე.

გახარიას თქმით, ცვლილების საფუძველი გახდა ეკონომიკური კრიზისი, რომლის წინაშე დღეს საქართველო და მსოფლიო დგას.

„ეს აუცილებელია, რამეთუ ჩვენს ავტოიმპორტიორებს მივეხმაროთ, ეს ყოველდღიური აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით- კრიზისის პერიოდში.“


ავტორი: თორნიკე ბერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი