ნეტგაზეთი | “დაველოდებით კვლევებს და გადაწყვეტილებას პარტნიორებთან ერთად მივიღებთ” – ტიკარაძე რუსულ ვაქცინაზე “დაველოდებით კვლევებს და გადაწყვეტილებას პარტნიორებთან ერთად მივიღებთ” – ტიკარაძე რუსულ ვაქცინაზე – Netgazeti
RU | GE  

“დაველოდებით კვლევებს და გადაწყვეტილებას პარტნიორებთან ერთად მივიღებთ” – ტიკარაძე რუსულ ვაქცინაზე

“დაველოდებით კვლევების შედეგებს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 12 აგვისტოს კორონავირუსის რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით.  პუტინის მტკიცებით, ვაქცინამ ყველა საჭირო ტესტირება წარმატებით გაიარა, თუმცა რუსეთის მიერ ვაქცინის დამტკიცებას საერთაშორისო საზოგადოება სკეპტიციზმით შეხვდა.

“მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი თუ ვაქცინა, იყოს გამყარებული საჭირო კვლევებით და ჩვენ დაველოდებით ამ კვლევების მონაცემებს და შემდეგ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას” ,- ამბობს ტიკარაძე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსის პირველი ვაქცინა დაამტკიცეს. მისი განცხადებით, ვაქცინის ეფექტურობას მოწმობს ყველა საჭირო ტესტირების წარმატებით გავლა.

რუსეთის ოფიციალურ უწყებების ინფორმაციაზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედია იუწყება, რომ რუსეთი ვაქცინის მასობრივ წარმოებას სექტემბერში, ვაქცინაციას კი ოქტომბერში გეგმავს. პუტინის განცხადებით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინას, რომელსაც “სპუტნიკ 5” უწოდეს, შეუძლია ვირუსის წინააღდეგ იმუნიტიტეტის გამომუშავება 2 წლის განმავლობაში.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ვაქცინას, პირველ რიგში, მიიღებენ ჯადაცვის სფეროში მომუშავე პირები, მასწავლებლები და სხვა რისკჯგუფში მყოფი ადამიანები. რუსეთში ექიმების ვაქცინაციას აგვისტოშივე გეგმავენ.

საერთაშორისო სკეპტიციზმის მიუხედავად, რუსეთმა კოვიდ 19-ის ვაქცინა დაამტკიცა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.