ახალი ამბები

ბორჯომში ტაძრის ნანგრევები და რამდენიმე სარკოფაგი აღმოაჩინეს

11 აგვისტო, 2020 • 981
ბორჯომში ტაძრის ნანგრევები და რამდენიმე სარკოფაგი აღმოაჩინეს

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბორჯომში, სოფელ ყვიბისთან, ბერის საყდრების მონასტერთან რამდენიმე სარკოფაგი და  ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს. სამონასტრო კომპლექსში, სავარაუდოდ,  დაკრძალული არიან ადგილობრივი ბერები. 

ანთიძე ვარაუდობს, რომ ტაძრის ნანგრევები IX-X საუკუნისაა.

სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, “აღმოჩენა მნიშვნელოვან  ინფორმაციას ატარებს იმ პერიოდში განვითარებული პროცესებისა  და ვითარების შესახებ.” 

ბერის საყდრების მონასტერში პირველ ეტაპზე კვლევითი სამუშაოები,   მომავალი წლიდან  კი სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. ნიკოლოზ ანთიძის თქმით, “პროექტირება მომავალ წელს განხორციელდება, რადგან დრო სჭირდება. მომავალ წელსვე დაიწყება გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოები.”

 ბერის საყდრები აგებულია X-XI საუკუნეებში. მის მშენებლობა  გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებს უკავშირდება. 


ავტორი: ნინი შველიძე, მთავარი ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

მასალების გადაბეჭდვის წესი