ახალი ამბები

857 100 აშშ დოლარი დავხარჯეთ კოვიდ 19-ის ზიანის შემსუბუქებაში – ღია საზოგადოების ფონდი

11 აგვისტო, 2020 • 1530
857 100 აშშ დოლარი დავხარჯეთ კოვიდ 19-ის ზიანის შემსუბუქებაში – ღია საზოგადოების ფონდი

„ღია საზოგადოების ფონდი“ აცხადებს, რომ ფონდმა საქართველოში  Covid 19-ის  გავლენის შემსუბუქებისთვის 857 100 აშშ დოლარი დახარჯა.

ფონდის ცნობით, ფინანსურმა მხარდაჭერამ რამდენიმე მიმართულება მოიცვა, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის გაძლიერება, შშმ პირებისა და რეგიონული მოსახლეობის ინფორმირება, მოქალაქეების უფასო სამართლებრივი და ფსიქოლოგიური სერვისები და სხვა.

„გადამზადდა 822 ექიმი 60 საავადმყოფოდან და შემუშავდა გზამკვლევები, შეიქმნა უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები შრომის უფლებადარღვეული, შემოსავლის გარეშე დარჩენილი და საკრედიტო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის, შეიქმნა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი და დისტანციური კონსულტაციის სერვისი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირდაპირი დახმარება მიიღო ათასობით მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ“, – წერს ფონდი.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კახეთში 150-მდე მოსწავლეს ლეპტოპები, პლანშეტები და უფასო ინტერნეტი მიაწოდეს. შრომის უფლებადარღვეულ მოქალაქეებს 1300 უფასო სამართლებრივი კონსულტულტაცია გაუწიეს, ხოლო ჩატარდა 2300 უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაცია.

„ამ პერიოდში ღია საზოგადოების ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ფონდის სტრატეგიით გათვალისწინებულ ბიუჯეტზე დამატებას წარმოადგენს და საგანგებოდ კოვიდ-19 შედეგებთან გამკლავებისთვის არის გამიზნული. ფონდის სტრატეგიისა და მიდგომის გათვალისწინებით მთავარი აქცენტი ყველაზე დაუცველ მოქალაქეებსა და ყურადღების მიღმა დარჩენილ ინსტიტუციებზე გაკეთდა“, – წერია ფონდის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი