ნეტგაზეთი | პრევენციის მიზნით, ახალქალაქში პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული – შსს პრევენციის მიზნით, ახალქალაქში პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული – შსს – Netgazeti

პრევენციის მიზნით, ახალქალაქში პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული – შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით ახალქალაქში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის მაქსიმალური ძალები, რომლებიც უწყების თქმით – „შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება“.

გუსინ 8 აგვისტოს, ახალქალაქში დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს. დღეს კი შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა.

„მკვლელობის შემდგომ დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში, რასაც შედეგად მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება.
ამავე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს,“ – განაცხადა ბორცვაძემ.

მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ – შსს ახალქალაქში დაპირისპირებაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან