ახალი ამბები

სენაკის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა

8 აგვისტო, 2020 • 721
სენაკის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა

სენაკის მუნიციპალიტეტში გუშინ, 7 აგვისტოს ღამეს ყაჩაღობა მოხდა. როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ) ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ბ) ქვეპუნქტებით, რაც ჯგუფურად ბინაში უკანონოდ შეღწევით ყაჩაღობას გულისხმობს. შსს-ს ცნობითვე, ამ დროისთვის მომხდარის გამო არავინ დაუკავებიათ.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, გაქურდულია სასულიერო პირის  საბა გიგიბერიას ოჯახის სახლი. არხის ცნობითვე, მძარცველებმა სახლიდან დაახლოებით 100 ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი