ახალი ამბები

თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით სპეცრეისი დაინიშნა – სააგენტო

7 აგვისტო, 2020 •
თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით სპეცრეისი დაინიშნა – სააგენტო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 11 აგვისტოს თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სპეციალური რეისი შესრულდება.

„ქართველი სტუდენტების გერმანიაში გამგზავრების და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სპეციალური რეისი შესრულდება“, – წერს სააგენტო.

მათივე ინფორმაციით, ფრენა, რომელსაც Georgian Airways 11 აგვისტოს შეასრულებს, შემდეგი განრიგითაა დაგეგმილი:

  • 11 აგვისტო, თბილისი-ბერლინი-თბილისი (გაფრენა 11:00, მოფრენა 19:30)

საქართველოს მთავრობის სუბსიდირების შემდეგ, ბილეთი ფასი 199 ევროზე მეტი არ იქნება.

„ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა დღეს, 7 აგვისტოს მიენიჭა,“ – აცხადებს სამინისტრო.


ამ სპეციალური რეისის შესახებ მანამდე ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ გაავრცელა. ეკონომიკის მინისტრმა 5 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელისუფლება კვლავ დაეხმარება გერმანიაში  მოკლევადიანი დასაქმების მსურველ ქართველ სტუდენტებს და ფრენების სუბსიდირებას მოახდენს.

გერმანიაში დასაქმების მსურველი სტუდენტებისთვის სუბსიდირებული ავიარეისი ისევ დაინიშნება

მასალების გადაბეჭდვის წესი