ახალი ამბები

გერმანიაში დასაქმების მსურველი სტუდენტებისთვის სუბსიდირებული ავიარეისი ისევ დაინიშნება

5 აგვისტო, 2020 • 1341
გერმანიაში დასაქმების მსურველი სტუდენტებისთვის სუბსიდირებული ავიარეისი ისევ დაინიშნება

მთავრობა კვლავ გეგმავს გერმანიის მიმართულებით ე.წ. სოციალური რეისების დანიშვნას. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს, 5 აგვისტოს, განაცხადა, ხელისუფლება კვლავ დაეხმარება გერმანიაში  მოკლევადიანი დასაქმების მსურველ ქართველ სტუდენტებს და ფრენების სუბსიდირებას მოახდენს.

მინისტრის განმარტებითვე, ამ ავიარეისით ის სტუდენტები ისარგებლებენ, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით გერმანიაში მოკლე ვადით არიან დასაქმებული და აქვთ სამუშაო მიწვევა.

„როგორც კი შემოვიდა მთავრობაში საკითხი, რომ ქართველი სტუდენტები სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით არიან მოკლე ვადით დასაქმებული გერმანიაში და აქვთ სამუშაო მიწვევა, რომ რამდენიმე თვე იქ იმუშაონ და შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან სწავლის გასაგრძელებლად,  საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთად, მათთვის ე.წ. სოციალური რეისი დავაორგანიზეთრამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ არის მსურველთა ჯგუფი, ვისაც აქვს სამუშაო მიწვევა გერმანიიდან და ჩვენ მუშაობთ, რომ შემდგომი რეისიც უახლოეს პერიოდში დავაორგანიზოთ”, – ამბობს თურნავა.

ე.წ. სოცილაური რეისები ბიუჯეტიდან ფინანსება, რა დროსაც მთავრობა მოითხოვს, რომ ბილეთის ფასმა 199 ევროს არ გადააჭარბოს. თუ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამ სუბსიდირებული ფრენებს “აირზენას” ახორციელებდა, ივლისში მთავრობამ My Wayairlines  და Wizzair-საც მისცა ჩარტერული ფრენების განხორციელების უფლება. მთავრობის 8 ივლისის განკარგულებით, ნაწილობრივ სუბსიდირებულ ჩარტერულ რეისებზე, რომელსაც ორი ავიაკომპანია, Myways Airlines და Wizzair განახორციელებენ, ბიუჯეტიდან დაახლოებით 261 000 ევრო დაიხარჯებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი