ახალი ამბები

რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიას – ლინკევიჩიუსი

7 აგვისტო, 2020 • 1299
რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიას – ლინკევიჩიუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავს ეხმაურება.

“12 წელი გავიდა რუსეთის წინასწარგანზრახული აგრესიიდან საქართველოს მიმართ. სამწუხაროდ, გაკვეთილი ნასწავლი არ იქნა და ამას მოჰყვა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მცოცავი ანექსია და ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გრძელდება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”, – წერს ლინას ლინკევიჩიუსი Twitter-ზე.

7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი სრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი