ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

6 აგვისტო, 2020 • 1253
რუსი სამხედროების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. ის გუშინ, 5 აგვისტოს, შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ტახტისძირიდან გაიტაცეს და დღეს გამთენიისას გაათავისუფლეს.

ტელეკომპანიების, “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ინფორმაციით, გატაცებული სამხედრო მოსამსახურე იყო.

“ნეტგაზეთმა” ინფორმაციის გადამოწმება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან სცადა, თუმცა ისინი არ ადასტურებენ, რომ გატაცებული სამხედრო პირი იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი