ნეტგაზეთი | 33 000 სტუდენტს სახელმწიფო წლის ან სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს 33 000 სტუდენტს სახელმწიფო წლის ან სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს – Netgazeti
RU | GE  

33 000 სტუდენტს სახელმწიფო წლის ან სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს

სტუდენტებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 150 000-მდეა, სახელმწიფო დაუფარავს ერთი სემესტრის სწავლის საფასურს.

გარდა ამისა, 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ, სახელმწიფო აუნაზღაურებს 2020-21 სასწავლო წლის საფასურს.

“ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის ანაზღაურებას. გარდა ამისა, ყველა სტუდენტს, 150 000 სოციალურ ქულამდე, რომელსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს 1 წლის, 2020-21 წლის სწავლის საფასურს – 1225 ლარს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით 33 000-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.