ნეტგაზეთი | 30 დღე საჩუქრად ალდაგის ერთწლიან ავტოდაზღვევაზე 30 დღე საჩუქრად ალდაგის ერთწლიან ავტოდაზღვევაზე – Netgazeti
RU | GE  
30 დღე საჩუქრად ალდაგის ერთწლიან ავტოდაზღვევაზე

30 დღე საჩუქრად ალდაგის ერთწლიან ავტოდაზღვევაზე

ალდაგი 30 წლისაა – საიუბილეო აქცია ავტოდაზღვევაზე გრძელდება. მათთვის, ვინც 31 აგვისტოს ჩათვლით ავტომობილს ალდაგში დააზღვევს, ერთწლიან დაზღვევაზე 30 დღეს საჩუქრად მიიღებს. 

ავტოდაზღვევის კამპანიის ფარგლებში, ალდაგმა უკვე გამოავლინა 30 გამარჯვებული, რომელსაც ერთწლიანი ავტოოპტიმუმი აჩუქა, ახლა კი მიმდინარე თვის განმავლობაში, მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება, დაზღვევის ერთი თვე საჩუქრად მიიღონ სტანდარტული ავტოდაზღვევის პროდუქტზე. 

ავტომობილის დაზღვევა ალდაგში შესაძლებელია დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად. დაზღვევა ფარავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ხანძარი, ქურდობა, აფეთქება და სტიქიური უბედურებები. გარდა ამისა, ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრად მოყვება სხვადასხვა სარგებელი: ლაფეტით მომსახურება, ავტოასისტანსი, უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდავი რაოდენობა და ა.შ. 

ალდაგში დანერგილი ინდივიდუალური მიდგომის თანახმად, ავტოდაზღვევის ფასი ინდივიდუალურად გამოითვლება, ყოველი მომხმარებლის გამოცდილების გათვალისწინებით.  

გამოიყენეთ შანსი, დააზღვიეთ ავტომობილი 31 აგვისტომდე და მიიღეთ ერთი თვე საჩუქრად ერთწლიან დაზღვევაზე.   

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი