ახალი ამბები

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიეტეტის სოფლები დააზარალა

4 აგვისტო, 2020 • 1138
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიეტეტის სოფლები დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. როგორც ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებში – პატარა გორში, უზუნთალასა და დაისუბანში – საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა.

“გარკვეულ ნაწილზე სეტყვაც იყო. ვენახების რაღაც ნაწილიც დაისეტყვა, თუმცა ჯერ არ ვიცით, რამდენი ჰექტარია დასეტყვილი. მოსახლეობას წუხელ ღამიდან ტექნიკურად ვეხმარებით. საუბარია წყლის ამოტუმბვით სამუშაოებში დახმარებაზე. ძალიან ძლიერი წვიმა იყო, თუმცა სეტყვა ყველა სოფელში არ ყოფილა”, – ამბობს მერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი