შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ კახეთში დაკარგული 13 წლის გოგო იპოვეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გუშინ, 3 მარტს, გოგოს სკოლის დირექტორმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ სოფელში გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა არა გაუტაცებიათ და თანასოფლელი 17 წლის ბიჭს ქორწინების მიზნით, საკუთარი ნებით გაჰყვა. თუმცა გოგონას მამა „რუსთავი 2-თან“ ამბობდა, რომ მისი შვილი მოიტაცეს.

როგორ და რა მუხლით გაგრძელდება გამოძიება, დამოკიდებულია მოზარდების გამოკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციასა და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია, ამ ეტაპზე, საჯაროდ ცნობილი არ არის.