ახალი ამბები

არჩევნებზე ჩამოსულ დამკვირვებლებს კარანტინში განთავსება არ მოუწევთ – თალაკვაძე

3 აგვისტო, 2020 • 1106
არჩევნებზე ჩამოსულ დამკვირვებლებს კარანტინში განთავსება არ მოუწევთ – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები კარანტინს არ გაივლიან. როგორც თალაკვაძე ამბობს, დამკვირვებლებისთვის მთავრობას სპეციალური პროტოკოლი უკვე მზად აქვს.

“შექმნილია უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლი, რომელიც კოვიდთან დაკავშირებით პანდემიის პირობებში უზრუნველყოფს ქვეყანაში დამკვირვებელთა უსაფრთხოდ ჩამოსვლას და მათ უსაფრთხო საქმიანობას დაუყონებლივ, ჩამოსვლისთანავე, ანუ მათ არ მოუწევთ კარანტინში განთავსება. ამისთვის მთავრობას უკვე მზად აქვს სპეციალური პროტოკოლი. სპეციალური მოდული არის შექმნილი, სადაც ყველა დამკვირვებელს შეუძლია დარეგისტრირება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დამკვირვებლების ჩამოსვლა ოპოზიციის ინტერესებში არ შედის, რადგან ისინი ცდილობენ, არჩევნებს ჩრდილი მიადგეს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი