ახალი ამბები

ლერი სულარებიძის საქმეზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

31 ივლისი, 2020 • 717
ლერი სულარებიძის საქმეზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ლერი სულარებიძის საქმეზე დაკავებულ პირს, რომელსაც პროკურატურამ ორი მუხლით – განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებისთვის – წაუყენა ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

გამოძიების თანახმად, 2020 წლის 28 ივლისს თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა სულაბერიძის მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

პოლიციამ ბრალდებული 29 ივლისს დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც დამტკიცების შემთხვევაში 7 -დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი