ახალი ამბები

სულაბერიძის საქმეზე კიდევ ერთ პირს წაუყენეს ბრალი – დანაშაულის შეუტყობინებლობა

7 აგვისტო, 2020 • 988
სულაბერიძის საქმეზე კიდევ ერთ პირს წაუყენეს ბრალი – დანაშაულის შეუტყობინებლობა

საქართველოს პროკურატურის განცხადების თანახმად, ლერი სულაბერიძის საქმეზე კიდევ ერთ პირს წაუყენეს ბრალი — „განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე“.

პროკურატურის თანახმად, ბრალდებულის ინიციალებია დ.მ. გამოძიების ვერსია ასეთია: 28 ივლისს თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ-მ `განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს-ს [სულაბერიძის] მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა“.

პროკურატურის განცხადებით, „აღნიშნული ქმედების განხორციელებისას ი.ღ-სთან ერთად იმყოფებოდა დ.მ., რომელმაც დაინახა მომხდარი ფაქტი და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს“.

დ.მ. 6 აგვისტოს დააკავეს და ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რას სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აპირებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართოს დ..-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. გამოძიება გრძელდება.

ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი ორი მუხლით წარედგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი