ახალი ამბები

პირი, რომელმაც ლერი სულაბერიძეს ესროლა, დააკავეს – შსს

29 ივლისი, 2020 • 1031
პირი, რომელმაც ლერი სულაბერიძეს ესროლა, დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც ლერი სულაბერიძის მიმართულებით ისროლა, დააკავეს.

შემთხვევა გუშინ, 28 ივლისის ღამეს, წყნეთთან მოხდა, რა დროსაც, უწყების თქმით, ბრალდებულმა ავტომობილიდან ლერი სულაბერიძის ავტომობილის მიმართულებით ისროლა. სროლის დროს სულაბერიძე საჭესთან იჯდა, თუმცა არ დაშავებულა.

შსს-ში ამბობენ, რომ 1980 წელს დაბადებული ი.ღ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს და ის ბრალს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული ითვალისწინებს, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი