ახალი ამბები

საბოლოოდ არ მაქვს გადაწყვეტილი საბურთალოზე კენჭისყრა – ელისაშვილი 

29 ივლისი, 2020 • 823
საბოლოოდ არ მაქვს გადაწყვეტილი საბურთალოზე კენჭისყრა – ელისაშვილი 

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არ აქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი, იყრის თუ არა კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. აქამდე სწორედ ასე ვრცელდებოდა ინფორმაცია. 

“საბოლოოდ არ გადამიწყვეტია საბურთალოზე კენჭისყრა, მაგრამ ძალიან ცოტაღა მიკლია”, – განაცხადა მან 29 ივლისს, ტვ “პირველის” გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა”. 

მისი თქმით, თუ საბურთალოზე იყრის კენჭს, მისი მთავარი კონკურენტი მმართველი პარტიის კანდიდატი დავით სერგეენკო იქნება. 

უკვე ცნობილია, რომ ამ ოლქში სერგეენკოს გარდა კენჭს იყრიან ბადრი ჯაფარიძე ლელოდან და თაკო ჩარკვიანი პარტიიდან “კანონი და სამართალი”. 

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი